ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
პიროვნების ხასიათი.
იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამების,,ტექსტზე მუშაობა.
|
კლასი
|
მეათე.
|
ინტეგრირებული საგნები:
მასწავლებლების სახელი
და გვარი
|
ქართულ ლიტერატურა–მადიმი დოლაკიძე,
სამოქალაქო განათლება–ელისო ჩიქოვანი.
|
სტანდარტთან შესაბამისობა(ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით რა შედეგებზე და
ინდიკატორებზე გადის მოცემული გაკვეთილი)
|
მიმართულება: კითხვა
ქართ. X.
8.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
საუბრობს იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება / არ შეესაბამება ის, რაც თხზულებაშია ასახული, მის პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას .
ქართ.X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის / კონფლიქტის / პრობლემის ინტერპრეტაციას.
იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.
მიმართულება: წერა
ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქმნის მხატვრულ ტექსტს მოცემული სათაურის, თემის, იდეის ან ფაბულის მიხედვით;
სამოქალაქო განათლება
მიმართულება: პიროვნული განვითარება
მოქ.IX.1.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საკუთარი პიროვნული თვისებები, მისწრაფებები და შესაძლებლობები
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის ადამიანის გრძნობებს, ემოციებს, თვისებებს
და აჯგუფებს მათ დადებით-უარყოფით თვალსაზრისით;
· განასხვავებს ადამიანის
თანდაყოლილ და შეძენილ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებაში
სრულფასოვანი ცხოვრებისთვის;
·
ირჩევს მისთვის მისაღებ პიროვნულ თვისებებს და
სახავს საკუთარი თავისათვის მათი განვითარების გზებს;
·
მართავს საკუთარ ძლიერ გრძნობებს (მაგ.: აღტაცების, სტრესის, აპათიის,
აგრესიის და ა.შ.);
·
განმარტავს ადამიანურ ღირსებას, მოჰყავს
მაგალითები ცხოვრებიდან, მხატვრული ლიტერატურიდან მისი შელახვისა და დაცვის
შესახებ;
·
დისკუსიის დროს ავლენს ადამიანის ღირსების
პატივისცემას
|
გაკვეთილის მიზანი:
|
1. მოსწავლეები იმსჯელებენ პიროვნების ხასიათის თვისებების შესახებ. აღწერენ და გააანალიზებენ ნაწარმოებში
მომხდარ ფაქტებს, დაახასიათებენ პერსონაჟებს ,შეადარებენ და შეაფასებენ პერსონაჟების ქმედებებს და დაუკავშირებენ მას საკუთარ გამოცდილებას.
|
წინარე ცოდნა
|
ქართულ ლიტერატურაში მოსწავლეებს დამუშავებული
და დაგეგმილი აქვთ იაკობ ცურტაველის ,, შუშანიკის
წამების,, ტექსტი დასაწყისიდან პურობის სცენამდე.
წინა გაკვეთილზე ისაუბრეს და იმსჯელეს,,
ჯოჯიკის, მისი ცოლისა და აფოც ეპისკოპოსის ვიზიტზე დედოფალთან.,, მომდევნო ეპიზოდია
,,პურობა პიტიახშის სასახლეში,,
სამოქალაქო განათლებაში მუშაობენ თემაზე
,, მე ვარ პიროვნება,, იციან რა არის მიზანი, გაცნობილი არიან სენეკას, არისტოტელესა
და ნიცშეს მოსაზრებებს, რომ ,, ადამიანის
ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ იგი
ისახავს მიზნებს და იბრძვის მათ მისაღწევად,,.
მომდევნო საგაკვეთილო თემაა ,,პიროვნების ხასიათი,,.
|
საგნები/თემები,რომელთა ინტეგრირებაც
ხდება,ინტეგრირებული უნარ–ჩვევები.
სწავლების სტრატეგიები:
|
ა)იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის წამების,, პერსონაჟების
ხასიათსა და ქმედებებზე დაკვირვება.
ბ)მე ვარ პიროვნება.1.1.6. პიროვნების ხასიათი.
გვ. 20.
მოსწავლეებს განუვითარდებათ თანამშრომლობის,ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა
და ურთიერთშემეცნების,მსჯელობის,მოსაზრებების
გამოთქმის,გადაწყვეტილებების მიღებისა
და პრობლემების გადაჭრის,კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნების უნარ–ჩვევები. ასევე განუვითარდებათ მნიშვნელოვანი სამოქალაქო უნარ–ჩვევები: საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დაცვის,საკუთარი საქციელის კრიტიკულად შეფასების,განსხვავებული აზრის,ეროვნების, კულტურის
მქონე ადამიანების პატივისცემის
1. გონებრივი იერიში ;2. დაფიქრდი ,დაწყვილდი, გაუზიარე,,.3.ორიენტირებული
კითხვა. 4.დისკუსია.
|
გაკვეთილის სცენარი
1.ფაზა
|
აქტივობა .
|
აქტივობის აღწერა
|
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები.
|
დრო
|
||||||||||||
1.მოლოდინის განსაზღვრა–გამოწვევა.
2.ცოდნის
კონსტრუიება
შინაარსის რეალიზება.
სიღრმისეული წვდომა.
|
1.მოსწავლეთა პროვოცირება
წინარე ცოდნის გააქტიურება,კითხვებზე პასუხის გაცემით.
2. ტექსტის კითხვა–
გაგება.
ახალი ლექსიკის შესწავლა.
3. გავიგოთ, გავიაზროთ, შევაფასოთ
4.დისკუსია
|
1.მონიტორით ეკრანზე ვაჩვენებ სლაიდებს
ფოტოებითა და შეკითხვებით 1.რა არის მიზანი?
2.რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი,რომ სპარსეთის
მეფის კარზე მყოფი ვარსქენი შაჰს ,,ბუნებითი,, ცოლ–შვილის გამაზდეანებას ჰპირდება ისე, რომ შუშანიკისაგან
თანხმობა არ აქვს? რა მიზანი აქვს ვარსქენს?3. ვარსქენის რა თვისებას უსვამს ხაზს
პასაჟი,რომ ქართლის საზღვრებს მომდგარი რჯულშეცვლილი პიტიახში გადაწყვეტს , გზად
შეეგებონ აზნაურები ,,, მისნი ძენი,, და მსახურები?4.თქვენი აზრით, რატომ დაეჭვდა
დედოფალი,რომ ვარსქენი ქრისტიანულ სარწმუნოებას უღალატებდა?რა საფუძველი ჰქონდა?5.იაკობ
ხუცესს აკვირვებს ქმედება ვარსქენისა, რომელსაც,,არცა
ჭირი ეხილვა,არცა შიში, არცა მახვილი,არცა პყრობილებაი ქრისტესთვის,, და მაინც განუდგა
ქრისტიანობას.ვარსქენმა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე
ჭეშმარიტად მაზდეანობა მიიჩნია თუ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით გადადგა ეს ნაბიჯი?
6. რატომ დატოვა დედოფალმა სასახლე? 7. რამ
განარისხა ვარსქენი? 8.რატომ უნდა ვარსქენს დედოფლის შემორიგება და როგორ ცდილობს
მას?9. როგორ აფასებს შუშანიკი არშუშა პიტიახშისა და ვარსქენის საქმიანობას?8. თქვენ
როგორ აფასებთ პერსონაჟების ქცევის მოტივს.
2.მოსწავლეებს
გამოვათქმევინებ ვარაუდებს, რა შეიძლება მოხდეს ტექსტის მომდევნო ნაწილში,შეძლებს
თუ არა პიტიახში დედოფლის დაბრუნებას სასახლეში და რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს?ტექსტზე
მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს:როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს პიროვნების ხასიათი?თქვენი
აზრით ხასიათი შეძენილია თუ თანდაყოლილი? მოსწავლეები მსჯელობენ ,თუ როგორ ჭედავს
ცხოვრება ადამიანის ხასიათს,რომ ცხოვრებისეული
გამოცდილების საფუძველზე ადამიანი ავითარებს საკუთარ თავში ხასიათის იმ თვისებებს, რომელიც მას აქვს,
რომ ხასიათი თავის მხრივ ანაბეჭდს ტოვებს ადამიანის აზრებზე,გრძნობებსა და ქცევაზე.
ამ გამოვლინებების მიხედვით მსჯელობენ ადამიანები ერთმანეთის ხასიათის თვისებების
შესახებ და აფასებენ –რომელი თვისებები ჭარბობს
ადამიანში , დადებითი თუ უარყოფითი.
მოსწავლეები კითხულობენ და ასათაურებენ მომდევნო
ეპიზოდებს. გაიგებენ რა მოხდა სინამდვილეში და შეადარებენ თავიანთ ვარაუდებს, გააანალიზებენ
მომხდარ ფაქტს და დაახასიათებენ პერსონაჟებს
ორი
ჯგუფი დაამუშავებს ,,პურობის ეპიზოდს,, ერთი დაახასიათებს შუშანიკს ,მეორე ჯგუფი დაახასიათებს
ვარსქენს. მესამე ჯგუფი დაამუშავებს სპარსისა და ვარსქენის შეხვედრის სცენას და დაახასიათებს ,,ვინმე სპარსს,,. ჯგუფები შეავსებენ
გმირების რუკებს,ყურადღებას ამახვილებენ მხატვრულ ხერხებზე,რომლის საშუალებითაც ავტორი
ნათლად წარმოაჩენს პიროვნების ხასიათს.
ჯგუფის ლიდერები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
3.თქვენი აზრით, რა მიზნით მოაწყო ვარსქენმა
პურობა?როგორ ფიქრობთ ,მანამდე არასოდეს დამსხდარან სუფრასთან ვარსქენი და ჯოჯიკი მეუღლესთან ერთად,თუ ამგვარი
შინაურული შეხვედრა ჩვეულებრივი იყო ადრე, როცა ოჯახში თანხმობა სუფევდა? თქვენი
თვალსაზრისი დაასაბუთეთ.
4.რევაზ სირაძის თვალსაზრისის მიხედვით,,შუშანიკმა რომ ჯოჯიკის
ცოლს ღვინიანი ჭიქა შეალეწა, იქნებ არც იყოს მხოლოდ წუთიერი აფეთქების გამოვლენა...
მისთვის მთავარია ვარსქენს უჩვენოს თავისი ურყეობა ,,თქვენ როგორ ფიქრობთ,
შუშანიკის
ქმედება,, წუთიერი აფეთქების გამოვლენაა,, თუ ჩვენება იმისა , რომ ის უკან არ დაიხევს
და მაზდიანი ქმრის მორჩილი არ იქნება?
|
1.ფორუმი
2.ინდივიდუალური,
წყვილები
ფორუმი
3.წყვილებში
ფორუმი
|
10 წთ.
10წთ.
5წთ
8წთ.
|
||||||||||||
3.გამთლიანება–
რეფლექსია
|
5.ინფორმაციის გრაფიკული
ორგანიზება
|
5.ვურიგებ მოსწავლეებს გრაფიკულ მაორგანიზებლებს
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ტექსტის შესწავლილი მონაკვეთების
მიხედვით,რა გზა გაიარეს პერსონაჟებმა .
შეავსებენ გრაფიკულ მაორგანიზებლებლს ერთმანეთთან
თანამშრომლობით, კითხულობენ შესრულებულ დავალებებს, ადარებენ ერთმანეთს.განსაზღვრავენ პერსონაჟების ქცევის მოტივს და
უკავშირებენ თავიანთ გამოცდილებას. ჯგუფების ლიდერები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას
და აჯამებენ გაკვეთილს.
|
ჯგუფური
|
8წთ.
|
||||||||||||
|
საშინაო წერითი
დავალება.
აირჩიეთ და დაწერეთ
ერთ–ერთი:
|
1.შესწავლილ
მონაკვეთებზე დაყრდნობით ააგეთ ტექსტი, იხელმძღვანელეთ შემდეგი მითითებებით:
–თქვენი აზრით, რამდენად
თავისუფალია ადამიანის ნება, აირჩიოს სარწმუნოება თავისი სურვილისამებრ,
მიუხედავად მისი ერის ტრადიციული აღმსარებლობისა.იმსჯელეთ
–როგორ ფიქრობთ, რატომ
გამოიწვია ვარსქენის მიერ სარწმუნოების შეცვლამ დედოფლისა და სასულიერო პირების
მძაფრი რეაქცია? ასეთივე რეაქცია მოჰყვებოდა ვარსქენის გამაზდეანებას,
საზოგადოების რიგითი წევრი რომ ყოფილიყო?იაკობ ხუცესის აზრით, განსაკუთრებით რა
ამძიმებს პიტიახშის დანაშაულს?
–გამოხატეთ თქვენი
დამოკიდებულება ვარსქენის საქციელის მიმართ.(მეათე კლასის სახელმძღვანელო, გვ.22)
2.სახელმძღვანელოში
მოცემულია პიროვნების ხასიათის წრე. გაეცანი მას და შეავსე მსგავსი წრე შენი მეგობრისათვის.
გაითვალისწინე მითითებები:ჩამოწერე ფურცელზე
იმ თვისებების სია (5–დადებითი, 5 უარყოფითი), რომელიც ,შენი აზრით , აქვს შენს
მეგობარს(ეს თვისებები უნდა იყოს მდგრადი, ანუ კარგად უნდა ჩანდეს მის
ხასიათში.)
დაიტანე თვისებები წრეზე. სხვადასხვა ფერით
გააფერადე დადებითი და უარყოფითი თვისებები.
ჩამოწერე
რჩევები–მოსაზრებები იმის შესახებ თუ რა შეიძლება გაკეთდეს უარყოფითი თვისებების
დასაძლევად.(სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო გვ.21.
|
2წთ.
|
|||||||||||||
შეფასება
|
შეფასდება:1.საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
2. დისკუსიაში მონაწილეობა
3. პრეზენტაცია
|
|
2 წთ
|
|||||||||||||
|
საგანმანათლებლო რესურსები:
|
მოსწავლის წიგნი.
ავტორები: ცხადაია, კვანჭიანი, ღონღაძე, კუცია,
მაღლაკელიძე.
სამოქალაქო აღზრდა ავტორები:ბრეგვაძე,
პეტრიაშვილი
თვალსაჩინოება:მეხუთე
საუკუნის საქართველოს რუკა.
ტექნიკური საშუალებები:
მონიტორი ,ეკრანი, კომპიუტერი. მარკერები. გრაფიკული მაორგანიზებლები. ციფრული რესურსი–მცირე პრეზენტაცია
|
|
შეფასების რუბრიკები:
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
9–10
|
7–8
|
4–5–6
|
1–2–3
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და სწორად პასუხობს
დასმულ შეკითხვებს.
|
ყოველთვის მონაწილეობს და პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
|
ხშირად მონაწილეობს და ზოგჯერ პასუხობს დასმულ შეკითხვებს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საგაკვეთილო
პროცესში.იშვიათად პასუხობს შეკითხვებს.
|
გამართული და სწორი მეტყველება
|
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად
იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
|
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ
და გრამატიკულ კონსტრუქციებს
|
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად
გამართულად საუბრობს
|
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს
თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ
აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე
დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს
მოსმენილზე დაყრდნობით.
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
დისკუსიაში მონაწილეობის შეფასების რუბრიკა
მკაფიოდ
და გასაგებად აყალიბებს აზრს
|
2
|
მსჯელობს
არგუმენტირებულად
|
2
|
აკეთებს
დასკვნებს
|
2
|
იყენებს
არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
|
2
|
კორექტულია
ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
|
2
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
ახასიათებს
პერსონაჟს
|
1
|
ფლობს
აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
2
|
საუბრობს
გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
მოჰყავს პერსონაჟის დამახასიათებელი თვისების
შესაბამისი არგუმენტები ნაწარმოებიდან.
|
2
|
აფასებს
პერსონაჟის ქმედებას
|
1
|
იყენებს
თვალსაჩინოებას.
|
1
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
1
|