ჩემი საყვარელი მხატვარი
,,ქართული ზეცა, ქართული ზვარი,
მტკვარი მღვრიე და მტკვარი ანკარა.
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა.,,
ლადო ასათიანი.
1862 წლის 5 მაისს კახეთის სოფელ მირზაანში, ასლან ფიროსმანიშვილის ოჯახში ვაჟი გაჩნდა – ნიკო. ასლანი ცნობილი მებაღე იყო და სამშვილიან ოჯახს ლუკმაპური არ უჭირდა, მაგრამ ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.ფიროსმანი 8 წლის იყო, როცა დედ-მამა ერთდროულად გაუხდა ავად და თითქმის ერთდროულად გარდაეცვალა. სამი ბავშვი (მარიამი, ნიკო და ფეფუცა) უპატრონოდ დარჩა. უკეთესი ცხოვრების საძებნელად თბილისს მიაშურეს, სადაც შინამოსამსახურეებად დადგნენ. რამდენიმე წელიწადში ავადმყოფობამ უფროსი და მარიამი შეიწირა. გულაცრუებულმა ნიკომ და ფეფუცამ მირზაანში დაბრუნება გადაწყვიტეს. უმცროსმა დამ მეურნეობა მოაწესრიგა,14 წლის ნიკო კი მწყემსად დადგა. უცქერდა ნიკალა მშობლიურ მინდორ-ველებს და მასში თანდათან მძაფრდებოდა დაუძლეველი სურვილი მშობლიური გარემოსა და ხალხის ასახვისა. რამდენიმე წელი იყო ფიროსმანი მწყემსად.
ერთ დღესაც გვარის უხუცესმა გადაწყვიტა ნიკო ქალაქში სასწავლებლად გაეშვათ. შენს დას ჩვენ ვუპატრონებთო, – დააიმედეს ნიკო და ქალაქში გაისტუმრეს. სწავლის ნაცვლად ჯერ მოჯამაგირედ მუშაობა დაიწყო ნიკომ ,შემდეგ კი – რკინიგზაზე.
ერთ დღესაც გვარის უხუცესმა გადაწყვიტა ნიკო ქალაქში სასწავლებლად გაეშვათ. შენს დას ჩვენ ვუპატრონებთო, – დააიმედეს ნიკო და ქალაქში გაისტუმრეს. სწავლის ნაცვლად ჯერ მოჯამაგირედ მუშაობა დაიწყო ნიკომ ,შემდეგ კი – რკინიგზაზე.
1888 წლის გაზაფხულის მზიანი დღე იდგა. ნიკო რკინიგზის სამორიგეოში იყო. ხატვამ იმდენად გაიტაცა, რომ მორიგეობა სულ გადაავიწყა. ამ დროს დერეფანში უფროსმა გამოიარა და სამორიგეოს ღია კარში ისე შევიდა, ნიკოს არც გაუგია. უფროსმა ცოტა ხანს უყურა ხატვით გართულ მორიგეს, მერე ნახატი ხელიდან გამოსტაცა და გარეთ ისროლა. გამწარებული ნიკო უფროსს მივარდა და იატაკზე დასცა. “თავი დაანებე, სამსახურიდან დაგითხოვენ,” ცდილობდა მხატვრის დამშვიდებას მისი მეგობარი. “რისი უფროსი, რა უფროსი,” ყვიროდა ფიროსმანი, “მოვკლავ მაგ მამაძაღლს, თამარის პორტრეტი დამიხია, მაგ ძაღლიშვილმა!”
მართლაც გაათავისუფლეს “უკიდურესი უხეშობისთვის.
მეგობრების დიდი თხოვნის შემდეგ უკან დააბრუნეს, მაგრამ ნაგებობათა და ლიანდაგის რემონტის სამსახურში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი – სატვირთო მატარებლის ღია პლატფორმის კონდუქტორად. სუსტი ჯანმრთელობის გამო მუდმივად ავადმყოფობდა და იძულებული გახდა სამსახურიდან წასვლის განცხადება დაეწერა: “გთხოვთ ხელმეორედ დამითხოვოთ სამსახურიდან, რადგან ავად გავხდი ქრონიკული სურდოთი, რომელიც სუნთქვას მიშლის. ავად ვარ გულით, თავის ტკივილები მაქვს და რევმატიზმი.” განცხადების მეორე გვერდზე უფროსის რეზოლუცია: “ფიროსმანიშვილის დათხოვნა მეტად სასურველია, რადგან მისი ავადმყოფობა მეტად ცუდი მაგალითის მიმცემია სხვა მოსამსახურეებისათვის.”
მეგობრებმა არ მიატოვეს ნიკალა და ფული შეუგროვეს, რომლითაც მხატვარმა დუქანი დაიქირავა და რძის ნაწარმით ვაჭრობა დაიწყო. ფიროსმანმა დუქნის თეთრი კედლები საკუთარი ხელით მოხატა. წითელი, შავი და თეთრი ძროხები დახატა. ნამუშევრებს დიდი წარმატება ჰქონდა. ვაჭრობაც კარგად აეწყო, მაგრამ ნიკოს ის მაინც მძიმე ტვირთად აწვა. მასში დღითიდღე იზრდებოდა გარშემომყოფებისა და მშობლიური ბუნების ფუნჯით გამოსახვის სურვილი. ხატვა მისთვის მოთხოვნილებად იქცა.
“მე რომ ასი მანეთი მაინც მქონოდა, კარგ ტანსაცმელში გამოვეწყობოდი, ოთახს დავიქირავებდი, მაშინ კი ვხატავდი და ვხატავდი,” - ნიკალას ეს ოცნება ბოლომდე აუსრულებელი დარჩა. მხატვარმა, რომლის ნამუშევრები დღეს მილიონებად იყიდება და ჩვენი ქვეყნისთვის დაუფასებელ საგანძურს წარმოადგენს, ცხოვრება ბნელ და ნესტიან სარდაფში დაასრულა. ცხოვრება და არა – სიცოცხლე… ფიროსმანის სიცოცხლე მისი სიკვდილით დაიწყო. მაშინ, როცა მხატვრის სურათები სარდაფებიდან საგამოფენო დარბაზებში გადაჰქონდათ და მათ ხილვას მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა, ნიკალას დასუსტებული სხეული ავადმყოფობასთან ბრძოლას ბნელ და ცივ ხუხულაში განაგრძობდა.
მას არ გაუვლია სამხატვრო სკოლა. სწავლობდა თბილისის შემოგარენში მდებარე ეკლესია-მონასტრების ფრესკებიდან. ხატავდა ყველაფერზე: კედლებზე, ქაღალდზე, მუშამბაზე… შავ საღებავს ზოგჯერ ჭვარტლისგან ამზადებდა… ხატავდა და ცოცხლობდა იმ იმედით, რომ ოდესმე ნორმალურ პირობებში შეძლებდა მუშაობას
ერთ დღესაც გადაწყვიტა მირზაანში ძველი სახლის ადგილზე ახალი აეშენებინა. მართლაც, ასე მოიქცა და სახლის კედლები იქაც თავად მოხატა. სურათებზე სოფლის სცენები და პეიზაჟები იყო ასახული. ყველას ეგონა, რომ ნიკო ქალაქს მიატოვებდა, ჩამოიყვანდა ახალგაზრდა ცოლს და სოფელს დაუბრუნდებოდა, მაგრამ ახალ სახლში გამართული მხიარული ქეიფის შემდეგ ფიროსმანი მირზაანში აღარ დაბრუნებულა.
ნიკალას ცხოვრებაში ერთადერთმა სიყვარულმა მოჩვენებასავით გაიელვა. კაფე შანტანის მომღერალ-მოცეკვავე ფრანგმა ქალმა, მადმუაზელ მარგარიტამ დაატყვევა ფიროსმანი. ნიკო ისეთი ბედნიერი იყო ამ სიყვარულით, რომ მარგარიტასთვის არაფერს იშურებდა. საჩუქრები, ძვირფასეულობა, ყვავილები ყველაფერი მისთვის უნდოდა .
,,მხატვარი კირილე ზდანევიჩი მოგვითხრობს:ფიროსმანაშვილი
შეხვდა ქალს, რომელიც სამუდამოდ შეიყვარა.ეს ყოფილა აქტრისა, ანუ მსახიობი ქალი,სახელად
მარგარიტა, კაფეშანტანების მომღერალი და მოცეკვავე, ლამაზი და მომხიბლავი ფრანგი
გოგონა,მას წარუშლელი შთაბეჭდილება მოუხდენია ნიკოზე,მარგარიტა მხატვარს ციდან მოვლენილ მშვენიერ ანგელოზად ეჩვენებოდა,
ბედნიერ ნიკოს ხალისით მიუძღვნია მისთვის თავისი გული და მთელი თავისი ქონება რის
შემდეგაც მომღერალი სამუდამოდ გამქრალა უსახსროდ დარჩენილი მხატვრის თვალსაწიერიდან.
რუსი მწერალი კონსტანტინე პაუსტოვსკი გადმოგვცემს :იმ სახლს, სადაც მარგარიტა
ცხოვრობდა , ვარდებით სავსე ურმები მიადგნენ და მთელი ქუჩა ვარდებით
აივსო,მარგარიტა საუცხოო მდიდრულ სამოსელში გამოეწყო,ძვირფასი სამკაულები
აისხა,კოხტად დაივარცხნა ბრინჯაოსფერი თმები.ფიროსმანაშვილიც გამოჩნდა. ასე
აღუნიშნავს მხატვარს თავისი დაბადების დღე.
ცნობილი რუსი მწერლის, ვიქტორ შკლოვსკის,
მონათხრობში ფიროსმანი რძის სავაჭრო ფარდულს ყიდის და აღებული ფულით იძენს ყველა
ვარდს, რაც კი თბილისის შემოგარენში
გაშლილა,ქირაობს მეურმეებს,რომლებიც ამ ვარდებით ავსებენ ქუჩას იმ სასტუმროს წინ ,სადაც მარგარიტა ცხოვრობდა.
თვითონ კი სანადიმოდ გასწევს ორთაჭალის ბაღებში.შუა ქეიფში ბარათი მოსდის:,,დღეს
საღამოს გელით,,– ეპატიჟებოდა მარგარიტა,მაგრამ მხატვარს იმ საღამოს ლხინისთვის
თავი ვეღარ დაუღწევია.
მარგარიტამ შეიტყო, რომ ნიკო უბრალო მედუქნე იყო და ყველაფერი მას შესწირა, ამიტომ მისი ცხოვრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ფიროსმანი გააფრთხილა, რომ მეორე დღეს მასთან არ მისულიყო, რადგან ეკლესიაში წასვლასა და მათი ბედნიერებისთვის ლოცვას აპირებდა. ნიკომ დაუჯერა, მაგრამ ორი დღის შემდეგ ისევ გაეშურა თავისი ერთადერთი სიყვარულის სანახავად. სასტუმროში უთხრეს, რომ მარგარიტა პარიზს გაემგზავრა.
განცდილმა ტკივილმა სამუდამო დაღი დაამჩნია მხატვრის გულს. ასე დასრულდა მისი შეძლებული ცხოვრებაც, სიტყვაძუნწი და ჩუმი გახდა. ასეთი ტკივილით შექმნა ნიკომ მარგარიტას პორტრეტი 1909 წელს.
ეს
სურათი ფიროსმანის ერთ–ერთი საუკეთესო ქმნილებაა.,,1.
თეთრ ფერს ის სიყვარულის, სიკეთისა და სულიერი სიწმიდის სიმბოლოდ თვლიდა, ამიტომ დახატა მარგარიტა თეთრი ფერით.შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარგარიტა
ნამდვილად არსებობდა.
მისი
წასვლის შემდეგ დაიწყო მხატვრის ხელმოკლე ცხოვრება. ნიკოს შემოსავლის ერთადერთ წყაროდ დუქნების აბრებისა და კედლების ხატვა იქცა. მედუქნეები კაპიკების სანაცვლოდ ახატინებდნენ მას დუქნებს. მუშაობა ბნელ და ცივ ოთახებში უხდებოდა. აღებული თანხა ზოგჯერ საღებავებისთვისაც არ ჰყოფნიდა. ცხოვრობდა იქ, სადაც სამუშაოს მისცემდნენ.
პირველები, რომლებმაც ფიროსმანის ტალანტი დააფასეს, ძმები ზდანევიჩები იყვნენ. ერთ-ერთ დუქანში ნანახი ნახატებით მოხიბლულებმა მხატვრის ძებნა დაიწყეს. მალე იპოვეს კიდეც. ილია ზდანევიჩი იხსენებდა: “მივედით მალაკნების ქუჩაზე ერთ სახლთან. აქ გვიჩვენეს: აგერ, ნიკალა ქვაფენილზე დგასო. მას ფუნჯით გამოჰყავდა წარწერა “სარძეო”. ჩვენკენ მობრუნდა, ღირსეულად თავი დაგვიკრა და განაგრძო მუშაობა. ეს შეხვედრა დამამახსოვრდა: თეთრ კედელთან დგას მხატვარი დახეულ შავ პიჯაკში, თავზე ახურავს ქუდი. მაღალი, მშვიდი, ამაყი, მაგრამ გულში ჩამარხული რაღაც მწუხარებით”.
ძმებმა ზდანევიჩებმა მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბნებში ფიროსმანის ნახატების შეგროვება დაიწყეს. მედუქნეები ზოგჯერ კაპიკებად აძლევდნენ ნახატებს, ზოგჯერ კი დიდი ბრძოლა სჭირდებოდათ “ფიროსმანისტებს”. ილია ზდანევიჩმა პრესაშიც გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც საშინელი რეაქცია მოჰყვა. “უსწავლელი მხატვარი და მისი “მეცენატები” ძლივს მოჩიტული ბარტყებიო,” მაგრამ ფიროსმანისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობდა. 1913 წელს მისი სურათები მოსკოვში გააგზავნეს გამოფენაზე. ეს იყო ფიროსმანის პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე.
ძმებმა ზდანევიჩებმა მიშელ ლე-დანტიუსთან ერთად თბილისის სხვადასხვა უბნებში ფიროსმანის ნახატების შეგროვება დაიწყეს. მედუქნეები ზოგჯერ კაპიკებად აძლევდნენ ნახატებს, ზოგჯერ კი დიდი ბრძოლა სჭირდებოდათ “ფიროსმანისტებს”. ილია ზდანევიჩმა პრესაშიც გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც საშინელი რეაქცია მოჰყვა. “უსწავლელი მხატვარი და მისი “მეცენატები” ძლივს მოჩიტული ბარტყებიო,” მაგრამ ფიროსმანისადმი ინტერესი დღითიდღე მატულობდა. 1913 წელს მისი სურათები მოსკოვში გააგზავნეს გამოფენაზე. ეს იყო ფიროსმანის პირველი გამოჩენა ფართო საზოგადოების წინაშე.
1915 წელს თბილისში ჩამოსულმა კირილე ზდანევიჩმა ნახატების შეგროვება განაგრძო. დაადგინა, რომ ორთაჭალაში, ელდორადოს ბაღში იყო ბევრი ნამუშევარი. ზდანევიჩი ეჭვმა შეიპყრო, რომ ნამუშევრები განადგურებული იქნებოდა, რადგან ცოტა ხნის წინ ეს ადგილები დაარბიეს. მაგრამ ელდორადოში შესვლისთანავე გულზე მოეშვა. აივანზევე დაინახა ლეგენდარული “ჟირაფი” და “ორთაჭალის ტურფა”. მასპინძელმა კიდევ რამდენიმე ნახატი მიჰყიდა ზდანევიჩს იაფად, მათ შორის იყო “შავი ლომი”. კირილეს დიდი შრომა დასჭირდა, რომ ნახატები მრავალი წლის ჭუჭყისა და მტვრისაგან გაეწმინდა.
არწივმა
კურდღელი დაიჭირა
ფრთებდაუხრელი ამაყად იმზირება ფრინველთა მეფე. მსხვერპლად
მოუგდია კლანჭებში კურდღელი. კლდეზე წაუღია და იქიდან გადაჰყურებს მიდამოს. გუდიაშვილი გადმოგვცემს ფიროსმანის სიტყვებს: “… ცხოვრებაში
ყველაფერს ორი მხარე აქვს: კეთილი
და ბოროტი . აი, თეთრი ძროხა
არის სინაზის, სიმშვიდის, სიყვარულის სიმბოლო… შავი ხარი – ჩხუბობს, ღრიალებს –
ომია. არწივი დიდია და დაუნდობელი, პატარა, სუსტსა და უბადრუკ კურდღელს ძიძგნის.
არწივი ეს მეფის არწივია, კურდღელი კი … ეს მე და თქვენ ვართ
მამალი და
კრუხწიწილა
ფიროსმანის ამ შედევრს თავიდანვე ცუდი ბედი დაჰყვა. ის სრულიად შემთხვევით გადაურჩა განადგურებას. პაპუნა წერეთელი იხსენებდა: “ეზოში რომ ჩავდიოდი, უნებურად ჩემი ყურადღება მიიპყრო მუყაომ, რომელსაც ნაგავთან ერთად ხვეტავდა მეეზოვე. მის ერთ მხარეს რაღაც ლაქები ემჩნეოდა, მეორე კი ყავისფერი იყო, სწორედ იმ ფერის, როგორიც ნიკოს ნახატებია. აღელვებით ვიღებ ხელში მუყაოს და ცხვირსახოცით ვწმენდ ტალახს. დიდი განცვიფრებით ვუყურებ, როგორ აღდგა ჩემ თვალწინ სოფლის ეზო, ქალი, კრუხი წიწილებით.”
“მამალი და კრუხწიწილა” ცოტა ხნით გადაეცა ეროვნულ გალერეას. თაღლითური ჯგუფის წევრები მისი ქვეყნიდან გატანას აპირებდნენ. ნახატი ნახევარ მილიონადაა შეფასებული და მხატვრის 147-ე სამუზეუმო ექსპონატად იქცა.
უშვილო მილიონერი
და შვილებიანი ღარიბი
,, მხატვარს ყველაზე დიდ სიმდიდრედ ადამიანი მიაჩნდა. უადამიანოდ ოქროსა და ძვირფას ქვებს
არაფერი ფასი აქვს. მის ტილოზე პირისპირ დგანან უშვილო მილიონერი ცოლ-ქმარი და
შვილებით დახუნძლული ბედნიერი დედა. თითქოს და ეს ბედნიერებაც კი დანანებია
მდიდარს ღარიბისათვის და ხელგაწვდილი რაღაცას მოითხოვს. დედას კი ჩვილი მკერდზე
მიუკრავს, ორიც გვერდზე ამოუყენებია, სიყვარულით დასცქერის .,,2
ლომი და მზე
მეფურად დააბიჯებს შავ მუშამბაზე მოღრიალე ლომი. ”ლომი და
მზე” – რა დიდებული შედარებაა. ერთი ცხოველთა გამგებელია, მეორე კი მთელ
სამყაროსი. ძლიერთა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს ავსებს, ლომის ღრიალი და ტორების
ხმა მიწას აზანზარებს, მზის ძლიერი სხივები კი სამყაროს სითბოს უგზავნის და, თუ არ
მოერიდე, შეიძლება ისე დაგწვას, რომ დაგანაცროს. ლომს წინა თათი აწეული აქვს და
თათში ხმალი აქვს ჩაბღუჯული, საომრად ემზადება.
”მეომარი ლომი” თითქოს და წინამძღვარი ყოფილიყოს. მისი შემართული თავი, მკაცრი
სახე კი მტერზე განრისხებულ მეომარს ჰგავს.
დიდი უსამართლობა იქნებოდა ფიროსმანის
დაუფასებლობა.ამიტომ
1915 წელს მხატვართა კავშირის თხოვნით ლადო გუდიაშვილმა მოძებნა ფიროსმანი, რათა მისთვის მცირედი თანხა გადაეცა. ლადომ ის დიდუბეში პატარა სახლის კიბის ქვეშ იპოვა დაუძლურებული. ნიკომ თავისი ტკივილი გაუზიარა გუდიაშვილს: “ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან…
მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე…
მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.
ცხოვრება კონტრასტია: მდიდარი – ღარიბი, კეთილი – ბოროტი…
როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული – ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებ.
უშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისათვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან.”
როცა ორთაჭალის ტურფებს ვხატავ, მე მათ შავი ცხოვრების ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც აქვთ ცხოვრების სიყვარული – ეს არის მათ ირგვლივ მოთავსებული ყვავილები და ჩიტები. მათ თეთრ ზეწრებში გახვეულებს ვხატავ, მებრალებიან, თეთრი ფერით ცოდვებს ვაპატიებ.
უშვილო მილიონერი მდიდარია, ბედნიერი, სხვისი უბედურებისათვის ყრუა. ის ბატონია. ბავშვებიანი ღარიბები ფეხშიშვლები, მშივრები არიან. ისინი მებრალებიან.”
ერთ დღეს ილია ზდანევიჩს უნდა ენახა ნიკო, რათა მის პორტრეტზე მუშაობა გაეგრძელებინა. შუადღისას შეუარა. მხატვარი ოთახის კუთხეში, სკამებზე გადებულ ფიცარზე წამოწოლილი ისვენებდა. “ჩემი ტალანტი დაიღალა ლოდინით, მე დილით გელოდი, შენ კი დაიგვიანეო,” – უსაყვედურა ფიროსმანმა.
ის მართლაც დაღლილი იყო… ავადმყოფობით,
შიმშილით, დაუფასებლობით…
1918 წლის გაზაფხულზე ნიკალას ჯანმრთელობა გაუარესდა. ერთ საღამოს მალაკნის ქუჩა 29-ში სარდაფში ჩავიდა და იატაკზე დაწვა დასაძინებლად. სამი დღე გაატარა სიბნელესა და ნესტში. მესამე დღეს შემთხვევით იპოვა არჩილ მაისურაძემ და მაშინვე არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დღენახევრის შემდეგ გარდაიცვალა.
არავინ იცის, სად დაასაფლავეს ნიკალა. არჩილ მაისურაძის ვარაუდით, მხატვრის სამუდამო განსასვენებელი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე უნდა იყოს. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
საღებავებზე,
ძვირფას ტილოსა და საკუთარ ოთახზე ოცნება ჩვენთვის უცნობ საფლავში წაიღო გენიოსმა მხატვარმა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ერასტ კუზნეცოვის
წიგნი ,,ფიროსმანი,,
Комментариев нет:
Отправить комментарий