ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმის რეფლექსია
ინტეგრირებული გაკვეთილი დავგეგმე
და წარვმართე სამოქალაქო განათლების პედაგოგთან თანამშრომლობით , ეროვნული სასწავლო
გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით. ჩავთვალეთ, რომ საგაკვეთილო თემა ,, პიროვნების ხასიათი,, იყო აქტუალური,რადგან ცხოვრებისეული გამოცდილების
საფუძველზე ადამიანი ავითარებს საკუთარ თავში ხასიათის იმ თვისებებს, რომელიც
მას აქვს და ხასიათი თავის მხრივ ანაბეჭდს ტოვებს ადამიანის აზრებზე,გრძნობებსა
და ქცევაზე. ამ გამოვლინებების მიხედვით იმსჯელეს
მოსწავლეებმა
პერსონაჟების ხასიათის თვისებების შესახებ და შეაფასეს, რომელი თვისებები ჭარბობს მათში, დადებითი თუ უარყოფითი.
დავგეგმე
სამფაზიანი გაკვეთილი, საგაკვეთილო პროცესში განვახორციელე ინტერაქტიური მეთოდები,
მოსწავლეთა პროვოცირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენე
ციფრული რესურსი–მცირე პრეზენტაცია ფოტოებითა და შეკითხვებით, გრაფიკული მაორგანიზებლები: გმირის რუკა და მოტივაციის
ამაღლების სხვადასხვა სტრატეგია: გონებრივი იერიში, ორიენტირებული კითხვა, ყველა მოსწავლე ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.ასევე,
ჩავრთე ისინი შეფასების რუბრიკების შემუშავების პროცესშიც.
მოსწავლეებს განუვითარდათ: თანამშრომლობის,ურთიერთპატივისცემის,
ურთიერთგაგებისა და არგუმენტირებული მსჯელობის,მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილებების
მიღებისა და პრობლემების გადაჭრის,,საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისა და დაცვის,საკუთარი საქციელის კრიტიკულად
შეფასების,განსხვავებული აზრის,ეროვნების, კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემის.
Комментариев нет:
Отправить комментарий