სასწავლო პროცესში
ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისა და ელექტრონული რესურსების შექმნისა და გამოყენების რეფლექსია.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ვნერგავ სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. ამ მიმართულებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. ტექნოლოგია ჩემთვის არის დამხმარე საშუალება.ისტ-ის გამოყენება
ეფექტურია გაკვეთილების ჩატარებისას,
როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას.ხშირად მოსწავლეებს
ვაძლევ ისეთ დავალებებს რომ მათ დასჭირდეთ
კომპიუტერის გამოყენება, მაგ. ტესტების შევსება, ინტერნეტში მასალის მოძიება, ტექსტის
დაბეჭდვა, ცხრილების და პრეზენტაციების შედგენა, კლიპის დამზადება, ელექტრონულ რუკაზე
ადგილების მონიშვნა, კითხვებზე პასუხის გაცემა და
ა.შ. ამგვარი დავალებები ზრდის მოტივაციას. ამჯერად , გაკვეთილის
პირველ აქტივობაში, პროვოცირების მიზნით, გამოვიყენე ეს
მცირე პრეზენტაცია, სათაურით,, უპასუხეთ შეკითხვებს,, ,რომელიც დამეხმარა მოსწავლეთა
პროვოცირებაში, მობილიზებასა და წინარე ცოდნის
გააქტიურებაში. სლაიდებზე ატვირთულია იაკობ ხუცესისა და მისი ნაწარმოების
პერსონაჟის , შუშანიკის ფოტოები, მე–5 საუკუნის რუკა და ა.შ. მათ გვერდითაა შეკითხვები,
რომლებზეც უპასუხეს მოსწავლეებმა. გაკვეთილის
პირველ აქტივობაში ამ მცირე პრეზენტაციის გამოყენება ემსახურებოდა იმ საგანმანათლებლო
მიზანს, რომელსაც ითვალისწინებს ესგ.და რომელიც მითითებული მაქვს ინტეგრირებული გაკვეთილის
გეგმაში. ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შექმნა
განაპირობა იმან , რომ მოსწავლეები ეკრანზე
უფრო ხალისით ათვალიერებენ ფოტოებს , კითხულობენ ეკრანზე მოცემულ მასალას და შემდეგ მსჯელობენ მოცემულ საკითხებზე არგუმენტირებულად.
ციფრული რესურსის ამ სახით გამოყენებამ გამოიწვია
მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობის გაზრდა საგაკვეთილო პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий